გზატკეცილზე
მომხდარ საზარელ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მძიმე სატვირთოს მძღოლმა
საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზის საპირირსპირო მხარეს გადავიდა და 2 მსუბუქი
ავტომობილი და 2 სატვირთო მანქანა გაიტანა. მძღოლი, რომელიც პასუხისმგებელია
ავარიაზე, ცეცხლწაკიდებული მანქანიდან
გადმოხტა და ცოცხალი გადარჩა.
შემთხვევის
შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია - 2 მათგანს
სერიოზული ტვინის შერყევა აქვს, ერთს კი - მოტეხილობები. ისინი ადგილობრივ
საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავარია
ურალში, ჩელიაბინსკის მახლობლად მოხდა. იგი საპირისპირო მიმართულებით მიმავალი
მანქანის მძღოლმა ვიდეოკამერით დააფიქსირა.
Internet.ge