ბექაური „მე-9 არხიდან“ ტექნიკური სამსახურის უფროსის წასვლაზე ინფორმაციას არ ფლობს
„მეცხრე არხიდან“ ტელკეკომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც „ ინტერნეტ.ჯი“- სთან საუბრისას ბექაურმა განაცხადა, ვლადიმერ კვარაცხელიას აღნიშნული განცხადება არ მოუსმენია.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მეცხრე არხის დატოვებას და ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებს.
„მეცხრე არხის“ თანამშრომელმა შესაბამისი სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2012 წლის 26 იანვარს მიმართა.
კვარაცხელია ორგვარ ლიცენზიას ითხოვს. მას კერძო მაუწყებლობის გავრცლება როგორც საკაბელო ქსელის, ისე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სურს. ლიცენზიის სახეობა იქნება საერთო, გეოგრაფიული დაფარვის ზონა - საქართველო, მაუწყებლობა კი 24 საათიანი. კანონის შესაბამისად, ორივე ლიცენზიისთვის მან ჯამში 4 ათასი ლარი გადაიხადა.
Internet.ge