ათასობით ადამიანს ავსტრალიაში, ელექტრონლ ფოსტასა
და მობილურ ტელეფონზე მისდის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემდეგი შინაარსით:
„გადაიხადე ან მოკვდები“.
მოსახლეობის განცხადებით, მათ აძლევენ ორ დღეს,
რათა გადაიხადონ 5 000 დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან.
ავსტრალიის პოლიცია მოსახლეობას ურჩევს არ უპასუხონ
მათ ტელეფონსა და ელექტრონულ ფოსტაზე მისულ შეტყობნებებს. „წაშალეთ ისინი
დაუყოვნებლივ და არ ჩავარდეთ პანიკაში“, – აცხადებენ ისინი.
სამართალდამცავთა განცხადებით, ეს არ არის
შემთხვევითი მოვლენა, არამედ, ეს არის ორგანიზებული დანაშაული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
დეტალების გამოძება.
Internet.ge