საქორწილო კოლონა ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც
2 ადამიანი - 56 წლის ქალბატონი და 27 წლის მამაკაცი - გარდაიცვალა. 4-მა მგზავრმა
მძიმე დაზიანებები მიიღო და ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ქორწინების სახლისკენ მიმავალ ნეფე-დედოფალს პოლიციის
მისვლამდე გარდაცვლილი და დაშავებული სტუმრების მანქანებიდან გადმოყვანა თავად მოუხდათ.
სამართალდამცავები ავარიის მიზეზს არკვევენ. წყვილმა ქორწილი გლოვის გამო გადადო.
internet.ge