გრენლანდიის ყინნულის
საფარი ივლისში გაცილებით სწრაფად და მასშტაბურად გალღვა, ვიდრე ეს ამ
პერიოდისთვის იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ ნასა-ს წარმომადგენლობა იუწყება.
მსგავსი რამ სპეციალისტებს თანამგზავრული დაკვირვების სამი ათეული წლის
განმავლობაში ჯერ არ დაუფიქსირებიათ.
ყინული გრენლანდიის
ყველაზე მაღალ და ცივ ადგილასაც კი გალღვა - „სამიტის“ საკვლევი სადგურის რაიონში.
ყინულის დნობის ფართობი ყინულის საფარის 97%-ს შეადგენდა, რომელიც 4 დღის
განმავლობაში ორჯერ გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ
ზაფხულის პერიოდში გრენლანდიის ყინულის საფარის ნახევარი დნება ხოლმე, მეცნიერები
წელს მისმა სისწრაფემ და მასშტაბურობამ გააკვირვა. მათ ამ მოვლენას „საგანგებო“
უწოდეს.
ყინულის ამგვარი დნობის
მიზეზის ახსნა მეცნიერებმა ჯერ ვერ მოახერხეს. ამასთანავე, ისინი ვარაუდობენ, რომ
დამდნარი წყალი კვლავ ყინულად გადაიქცევა.
გასულ კვირას ნასა-მ
წარმოადგინა კადრები, როგორ წყდება გრენლანდიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყინულს
აისბერგი, რომელიც სიდიდით მანჰეტენზე ორჯერ მეტი იყო.
Internet.ge