მოსკოვის გარეუბანში
მასშტაბური ავარია მოხდა. კერძო ფირმის საკუთრებაში არსებული ავტობუსი 13 მანქანას
დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის
საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავარიის გამო
გზატკეცილზე უზარმაზარი საცობი შეიქმნა. მოძრაობის მოსაწესრიგებლად ადგილზე
პოლიციის 4 ეკიპაჟი მივიდა. ავარიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.
Internet.ge