საზარელი შემთხვევა მოხდა მოსკოვში. მატარებელმა
სამი გოგონა გაიტანა, რომელთა ასაკიც 15-16 წელი იყო. როდესაც მემანქანემ
ლიანდაგზე მოზარდები შენიშნა, მან მატარებლის დამუხრუჭება და სიგნალის მიცემა
დაიწყო, თუმცა გოგონებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. ელმავალმა დროულად დამუხრუჭება
ვეღარ მოასწრო და დაჯახების შედეგად სამივე გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიას გოგონების
მეგობრები შეესწრნენ. როგორც მოწმეთა ჩვენებიდან ირკვევა, ერთ-ერთ სალიანდაგო
ხაზზე ელექტრო მატარებელი მიდიოდა და მოზარდები მის გასატარებლად სხვა ხაზზე
გადავიდნენ. მატარებლის სვლის გამო მათ ვერ გაიგეს სიგნალი, რომელსაც ამავე ხაზზე
საპირისპიროდ მომავალი მეორე ელმავალი გამოსცემდა.
გარდაცვლილი მოზარდები
ბავშვობის მეგობრები იყვნენ - ისინი ერთმანეთს 4 წლის ასაკიდან იცნობდნენ.
დაღუპული გოგონების
მშობლები რკინიგზის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ. მათი განცხადებით, ამ
ადგილზე სარკინიგზო გზაჯვარედინი იმგვარად არის მოწყობილი, რომ ადამიანები ხშირად
იღუპებიან.
internet.ge