საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, გულისა და სისხლძარღვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გულიდან სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
პრემიერი იმ სამედიცინო პერსონალს შეხვდა, რომლებმაც ოპერაციაში
მიიღეს მონაწილეობა.
მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცაანა, ახალი პოლისით ყველას
შეეძლოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება.
„ჩვენი ამოცანაა ყველა იყოს დაზღვეული და ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარება, ყველას,
სოციალურად დაუცველ ადამიანს, პენსიონერს თუ პედაგოგს, შეეძლოს“,- განაცხადა
მერაბიშვილმა.
Internet.ge