სამხრეთ აფრიკის
პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას მკვლელობის ორგანიზებაში
ბრალდებული იდენტიფიცირებულია. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
სასამართლო პროცესზე წარდგენილმა მოწმეებმა, მკვლელობის ორგანიზატორად მაიკ დე
ტოიტი დაასახელეს.
მაიკ დე ტოიტი, რომელიც
უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორია, სამხრეთ აფრიკის გასამხედროებულ დაჯგუფებას
ხელმძღვანელობდა და შავკანიანი მოსახლეობის დისკრიმინაციას ეწეოდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს
სასამართლო პროცესი, რომელის ვერდიქტსაც კიდევ 20 ეჭვმიტანილი ელოდება. სავარაუდოდ, ყველა მათგანს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.
Internet.ge