მსოფლიოს უნიკალური
ტაუერების რიგებში საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი
კარბელაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საქართველო
არასდროს ყოფილა იმ ქვეყნების რიგებში, რომლის სამეთვალყურეო კოშკურები სიმაღლითა
და დიზაინით პირველ ხუთეულში არიან. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების განსხვავებული
დიზაინისა და იერის სამეთვალყურეო კოშკურები სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ
პრივილეგიებს აძლევს.
„ქუთაისის
სამეთვალყურეო კოშკურა, რომლის მშენებლობაც სექტემბრისთვის სრულდება, სწორედ რომ
ამ რიგებშია; რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო პრივილეგირებულია
მსოფლიო ბაზარზე,“ - წერს კარბელაშვილი.
Internet.ge