7-მა ახალგაზრდა
ათლეტმა ოლიმპიური ცეცხლი ბრინჯაოს 205 ფურცლის დახმარებით აანთო. რის შემდეგაც დაიწყო ლონდონის XXX ოლიმპიადის საზეიმო გახსნის გრანდიოზული შოუ-პროგრამა, რომლის რეჟისურა ოსკაროსან დენიელ ბოილს ეკუთვნოდა.
პროგრამა სამი ნაწილისგან შედგებოდა: მწვანეში ჩასმული ინგლისის პროვინციები, სამრეწველო რევოლუცია და ინტერნეტის დაბადება.
ოლიმპიადის
გახსნის ცერემონია 3 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.
ცნობილია, რომ გრანდიოზული სანახაობისთვის 13 ათასი დეკორაცია გამოიყენეს. შოუში
აჩვენეს სპეციალურად ოლიმპიადისთვის გადაღებული ფილმი, სადაც ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ პატარა ეპიზოდში მთავარი როლი შეასრულა.
დევიდ
ბექჰემმა ოლიმპიური ცეცხლი სტრადფორდის
სტადიონზე
მიიტანა.
ამასთან ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გახსნილად დედოფალმა გამოაცხადა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი
იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება,
რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან
ერთად უკვე ლონდონში იმყოფება.
საქართველოს სახელით, ეროვნულ ნაკრებში, ქვეყნის ღირსებისთვის წელს
წარმოშობით პოლონელი მძლეოსანი მასიეჟ როსიევიჩი იასპარეზებს. სპორტსმენის
განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან იმ დიდი სიყვარულის ნიშნად მიიღო, რომელიც
ქართველ და პოლონელ ხალხს ერმანეთთან აკავშირებს.
ლონდონში გამგზავრებამდე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები
უსურვა.
Internet.ge