ფილმის „შავი რაინდი:
აღზევება“ პრემიერის დროს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ამჯერად მექსიკის ქალაქ
გვადალახარაში მდებარე კინოთეატრში ფილმის ჩვენებისას ხანძარი გაჩნდა. მომხდარის
შედეგად ბეტმენის თავგადასავლების საყურებლად მისული 800-მდე მაყურებლის
ევაკუირება გახდა საჭირო. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც „Life News“ იტყობინება, დარბაზში
მსხდომნი ფილმის დაწყებას ელოდნენ, როდესაც მოულოდნელად სახანძრო სიგნალი გაისმა.
მაყურებლები თავიდან დაიბნენ, რადგან ვერ გაარკვიეს, ეს ნამდვილი განგაში იყო, თუ
ფილმის ნაწილი. მათ დარბაზი კინოთეატრის პერსონალის მოთხოვნის შემდეგ დატოვეს.
როგორც მოგვიანებით
გაირკვა, ცეცხლი კინოთეატრის ერთ-ერთ პავილიონში გაჩნდა.
ეს პირველი ინციდენტი
არ არის, რომელიც ბეტმენის ფილმის ჩვენებისას მოხდა. 20 ივლისს კოლორადოში ჯეიმს
ჰოლმსმა ამავე ფილმის ჩვენებისას დარბაზში სროლა ატეხა, რასაც 12 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, 58 კი - დაშავდა.
Internet.ge