GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანდრეი შევჩენკო პოლიტიკაში მიდის
17:37 28.07.2012
დღის სიახლეები

უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ სპორტული კარიერის დასრულება და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ პირველი განცხადება მან გუშინ „დინამო“ – „ჰოვერლას“ მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დღეს კი უკრაინელი სპორტსმენი ნატალია კოროლევსკის პარტიას - „უკრაინა, წინ!“ შეუერთდა.

„მე მსურს საკუთარი ძალების რეალიზება პოლიტიკაში; მინდა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელსაც ევროპაში დავეუფლე; მსურს, რაღაც გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მე ვუერთდები ნატალია კოროლევსკის პარტიას, რადგან „უკრაინა, წინ!“ - ეს მომავლის პარტიაა, ეს ახალგაზრდა ლიდერების პარტიაა, ესაა კონკრეტული არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. პოლიტიკაში სოციალური სფეროსა და სპორტის მხარდაჭერას ვგეგმავ, ვინაიდან ჩემი მთავარი დევიზია - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!“ - აღნიშნა ფეხბურთელმა.

კარიერის განმავლობაში შევჩენკო კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში 5-ჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, „მილანის“ მაისურით კი იტალიის პირველობა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2004 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა, 2-ჯერ კი - იტალიის ჩემპიონატის. იგი 6-ჯერ აღიარეს უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელად.

ანდრეი შევჩენკოს ახლო ურთიერთობა აქვს ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასულ კახი კალაძესთან, რომელთან ერთადაც იტალიურ „მილანში“ გამოდიოდა. უკრაინელი ფეხბურთელი შემოდგომაზე საქართველოში, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზეც იმყოფებოდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს1
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“2
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა3
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს4
ოსი ექსპერტი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმა ბესლანის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X