დღეს დაუვიწყარი დღეა მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი გორისთვის - 20 წლის გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ირწმუნა საკუთარი თავის და ეროვნულ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ გამარჯვებას, უპირველესად, ვულოცავ ლაშას, შემდეგ კი ყველა გულშემატკივარს - მთელ საქართველოს. მადლობას ვუხდი ამ პატარა ბიჭს, რომ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს როგორი მებრძოლები იზრდებიან საქართველოში. მისი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს უზომო სიყვარული, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.
Internet.ge