ინდოეთში კრინიგზაზე
მომხდარი საგანგებო სიტუაციის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი - დაშავდა.
ამის მიზეზი დელიდან ქვეყნის სამხრეთით მიმავალ სამგზავრო მატარებელში მოულოდნელად
გაჩენილი ხანძარი გახდა.
ცეცხლი მატარებლის
მოძრაობისას ერთ-ერთ ვაგონს წაეკიდა. იგი სადგურის მორიგემ შენიშნა, რის შემდეგაც
ტრანსპორტი გააჩერეს.
თვითმხილველთა
განცხადებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ამჟამად სამაშველო სამუშაოები
მიმდინარეობს. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
Internet.ge