ამერიკულმა ტაბლოიდმა “Globe”-მ თავის
პირველ გვერდზე ბილ კლინტონის შოკისმომგვრელი ფოტო და ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, აშშ-ის
ყოფილი პრეზიდენტი კვდება.
ტაბლოიდი იუწყება, რომ
კლინტონი სერიოზულადაა ავად და სულ 6 თვეღა დარჩა, რომ იცოცხლოს. რა დაავადება
აქვს ექს-პრეზიდენტს, არ კონკრეტდება, თუმცა ტაბლოიდი წყაროზე დაყრდნობით წერს,
რომ კლინტონმა თავის მეუღლეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უკვე
მიმართა, უკან გამოიწვიოს განქორწინების შესახებ განცხადება, რათა საშუალება
მისცეს მას, ცოლიან მამაკაცად გარდაიცვალოს.
„ძალიან მოკლე ხანში ბილი
გახდა. ამბობენ, რომ მას სიცოცხლის 6 თვეღა დარჩა. მან სთხოვა ჰილარის, უკანასკნელი
თხოვნა შეუსრულოს, მისი სიკვდილისწინა სურვილი და მისცეს საშუალება, ცოლიან
მამაკაცად მოკვდეს,“ - ამბობს წყარო.
Internet.ge