GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტრამვაი შეემატება
14:06 06.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უახლოეს წლებში კომფორტული, სწრაფი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება - ტრამვაი შეემატება.

ტრამვაის ახალი ხაზი 14 კილომეტრის სიგრძის იქნება და ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, ვაკის გავლით, ორთაჭალას დაუკავშირდება. ამ მანძილს მგზავრები უმოკლეს ვადაში - 34 წუთში დაფარავენ. თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000–ზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2010 წელს, თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია „სისტრას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მოსახლეობის გამოკითხვაზე დაყრდნობით, მომზადდა ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ფინანსური ანალიზი. განხორციელებული სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა.

დღეს კი, კომპანია „სისტრამ“ თბილისის ტრამვაის პროექტის შესახებ, პრეზენტაცია გამართა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საფრანგეთის საელჩოს  წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი, დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

2009-2010 წლებში, ფრანგული საინჟინრო კომპანიის Systra–ს (სისტრა) მიერ თბილისის მერიისათვის მომზადდა გლობალური სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოკლე, საშუალო და ხანგრძლივი ვადებით თბილისის სატრანსპორტო ქსელის მდგრადი განვითარების პერსპექტივებს ითვალისწინებს. აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიას, საფრანგეთის მთავრობასა და კომპანია Systra–ს (სისტრა) შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება მოცემული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ.

თბილისში გადაწყდა ახალი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ეკონომიკურ, ტექნიკურ და ფინანსურ კვლევებს მთლიანად საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს.

კვლევები 2010 წლის დეკემბერში დაიწყო და 2012 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება. პროექტში მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე ფრანგული საინჟინრო კომპანია „სისტრას“ ექსპერტები და ინჟინრები.

კვლევა  ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველი ეტაპზე თბილისში მოძრავი ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების შესაფასებლად თბილისელები გამოკითხა, რათა მომხდარიყო არსებული სატრანსპორტო ქსელის შეფასება და ძირითადი მიზნების განსაზღვრა. მეორე ეტაზე კი ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი და ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ფინანსური ანალიზი მომზადდა. კვლევის ორივე ეტაპი საჯაროა და თბილისის მერიის ინიციატივით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა საჯარო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (9-15 ივლისი)1
ვარდნა 39 კმ სიმაღლიდან, რომელსაც 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (VIDEO)2
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება3
მარშანია: ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში4
ობამა და პუტინი მშვიდობაზე შეთანხმდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X