პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, ხონის რაიონში იმყოფებოდა. დავით
ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ავეჯის საწარმო დაათვალიერა.
ბაქრაძის განცხადებით, ხონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2
კვირაში დაიწყება.
„ჩვენი ამოცანაა, არ დარჩეს სოფელი სადაც არ იმუშავებს ერთი საწარმო
მაინც, რომელიც დაასაქმებს ადგილობრივებს“,- განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს
მართავს და ადგილობრივების პრობლემებს პირადად ეცნობა.
Internet.ge