GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქალმა ბავშვი საშვილოსნოს გარეშე გააჩინა
23:57 30.07.2012
დღის სიახლეები

24 წლის ბრიტანელმა ქალმა, რომელსაც გასანაყოფიერებელი ორგანო არ აქვს, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. კირსტი ბრაუნი გენეტიკური დაავადების გამო საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. მიუხედავად ამისა, იგი ცოტა ხნის წინ დედა გახდა.

ახალგაზრდა ქალბატონის თქმით, 15 წლამდე მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გინეკოლოგიის სფეროში ასეთი სერიოზული დარღვევები გააჩნდა. ექიმებმა იგი გააფრთხილეს, რომ საშვილოსნოს უქონლობის გამო ვერასდროს დაორსულდებოდა.

2008 წელს კირსტიმ მომავალი მეუღლე, 27 წლის კევინ ბრაუნი გაიცნო, რომელიც რაგბის ადგილობრივ გუნდში თამაშობდა. რამდენიმეწლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობის მიუხედავად, მათ ბავშვი არ ეყოლათ, სანამ წყვილს კევინის ნათესავი 25 წლის კიმ როსტონი არ დაეხმარა.

ცნობილია, რომ ნაყოფი საშვილოსნოში ვითარდება, თუმცა იქ მოხვედრამდე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გრძელ გზას გადის: იგი ფალოპის მილის საშუალებით გადადის საშვილოსნოში, სადაც შიდა ფენაში ხდება კვერცხუჯრედის იმპლანტაცია.

ბრიტანელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს განაყოფიერების სფეროში: განაყოფიერების პირველ კვირაში მათ კირსტის ორგანოდან კვერცხუჯრედის ნაწილი ამოიღეს, მოახდინეს მისი განაყოფიერება კევინის სპერმის საშუალებით და ჩაუნერგეს კიმს, რომელიც წყვილს დახმარებაზე დათანხმდა.

ქირურგიული ჩარევის შედეგად ჯანმრთელი ბიჭი - ჰარი დაიბადა, რომელიც 3,1 კგ-ს იწონიდა.

მოცემული მომენტისთვის, ბავშვს ორი ბიოლოგიური დედა ჰყავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩილ თალაკვაძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სტანდარტი სამოქალაქოს გაუთანაბრდება1
ტელეკომპანია “რეალ TV” გაიყიდა (VIDEO)2
„ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატების ჩამოხევის გამო ვალერიანე ცომაია დააკავეს3
საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა4
სახალხო დამცველი: მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე ძალიან აგრესიული იყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X