რუსეთის პრეზიდენტმა
შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობაში მთელი რიგი ცვლილებები
განახორციელა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სამმართველოს უფროსის მოადგილე და
საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი, იუსტიციის გენერალ-მაიორი ივან გლუხოვი.
ამ პოსტზე პოლიციის გენერალ-მაიორი ვლადიმირ მოროზოვი დაინიშნა, რომელმაც
სპეციალური წოდება - იუსტიციის გენერალ-მაიორი - მიიღო.
გარდა ამისა,
თანამდებობიდან მოიხსნა ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ხელმძღვანელი, პოლიციის
პოლკოვნიკი სერგეი აგეევი, შსს-ს არასახელმწიფო დაცვის მთავარი მმართველი,
პოლიციის გენრალ-ლეიტენანტი ვადიმ სავიჩევი, ასევე, საგამოძიებო დეპარტამენტის
ხელმძღვანელის ორი მოადგილე - იუსტიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ რომანოვი და
იუსტიციის პოლკოვნიკი ალექსანდრ იაგოდინი.
internet.ge