9 ადამიანი
დაიღუპა და ორი დაშავდა პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელისა და
ავტობუსის შეჯახების შედეგად.
ტრაგედია
ქალაქ ლოძასთან ახლოს მოხდა. ავტობუსის მგზავრები უკრაინელები იყვნენ, რომლებიც
პოლონეთში სამუშაოდ მიდიოდნენ. მათგან 8 ქალი იყო.
ადგილობრივები
ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რკინიგზის ამ მონაკვეთზე
მატარებლები არ დადიოდნენ და მძღოლებიც მიეჩვივნენ ამას, რის გამოც,
გადასასვლელთან აღარ ჩერდებოდნენ.
თავად
მატარებლის მემანქანე და მგზავრები არ დაშავებულან.
internet.ge