GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზომბებმა ნიუ-იორკის მოსახლეობა დააფრთხეს (VIDEO)
12:02 01.08.2012
დღის სიახლეები

ტელეკომპანია AMC-მა ნიუ-იორკში უცნაური პრომო-აქცია ჩაატარა. ტელესერიალ „მოსიარულე მიცვალებულების“ (The Walking Dead) რეკლამირების ფარგლებში მათ „ნამდვილი“ ზომბები გაუშვეს ქალაქში, რათა საზოგადოების რეაქციას დაკვირვებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მაცხოვრებლებში ფილმებიდან გადმოსულმა პერსონაჟებმა შიში და პანიკა გამოიწვია. აქციის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ორგანიზატორებმა ფარული კამერით ჩაიწერეს.

ერთი დღე-ღამის განმავლობაში ეს ვიდეორგოლი Youtube-ზე 200 ათასმა ადამიანმა იხილა. ბევრი მათგანი აღნიშნავდა, რომ AMC-ის მიერ ჩატარებული აქცია სარისკო იყო: ჯერ ერთი, დამახინჯებული ადამიანების დანახვისას ვინმეს შესაძლოა გულის შეტევა დამართნოდა, მეორეც - რომელიმე გამვლელს შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მსახიობებისთვის.

ფრენკ დარაბონტის სერიალი „მოსიარულე მიცვალებულები“ 2010 წლიდან გამოდის. მისი პირველი სეზონი მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო და ეს სატელევიზიო პროდუქცია რამდენიმე ჯილდოზეც იყო წარდგენილი, მათ შორის, „ოქროს გლობუსზე“. ამჟამად მისი შემქმნელები მესამე სეზონზე მუშაობენ, რომელიც AMC-ის ეთერში 14 ოქტომბრიდან გამოვა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზომბებმა ნიუ-იორკის მოსახლეობა დააფრთხეს (VIDEO)1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X