GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა
15:28 06.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე, დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში, საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე, უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვიონ საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა დააკვირდნენ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს: ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედია მონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედია-მონიტორინგის პროექტისა“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გოცირიძე: დედოლარიზაცია არ არის მთავარი, მთავარია ლარის სტაბილურობა1
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსება შემცირდა2
პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ნანუკა ჟორჟოლიანს მარინა ბერიძე შეცვლის3
დიმიტრი შაშკინი: ჩემი და სპეცრაზმის თანამშრომლების ტანსაცმელი ცეცხლში იყო გახვეული4
ფინეთი - საქართველო 1:15
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X