რეგიონებში არსებულ სასოფლო ტექნიკის 12 ცენტრში დღეს 126 ახალი ტრაქტორი გადანაწილდა.
ტექნიკა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა და
ბელორუსიაში წარმოებული ტრაქტორების კოლონა რეგიონებში გააცილა.
ახალი ტრაქტორები მთელი საქართველოს მასშტაბით 12 სერვისცენტრში განთავსდება და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მათი გამოყენება ხვალიდან ნებისმიერ ფერმერს შეეძლება.
პრეზიდენტის თქმით, დაგვიანებული სამუშაოების დაწყების მიუხედავად, ჩამორჩენის აღმოფხვრა მუშაობის სწრაფი ტემპის, ტექნიკის მობილიზებისა და სხვა ტიპის დამატებითი სამუშაოების ხარჯზე მოხდება.
პრეზიდენტმა ასევე, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების წინა პერიოდი შეაფასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
Internet.ge