ცხინვალის რეგიონში
იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთში რუსეთის „ფსბ“-ს
სასაზღვრო დანაყოფმა, ბოსელის ნანგრევებში, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას მიაკვლია,
- იუწყება სააგენტო „რეს“.
კერძოდ, ნაპოვნია 5,45
მილიმეტრიანი ვაზნები - 142 ცალი, ფ-1 ტიპის ხელყუმბარა 3 ცალი, ხელყუმბარის
დეტონატორების 3 ცალი და ერთი 82-მილიმეტრიანი ნაღმი.
ე.წ. საგანგებო
სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალა უსაფრთხო ადგილზე უკვე
გაანადგურეს.
Internet.ge