სტრადივარიუსის ვიოლინო,
რომელიც მისმა პატრონმა დაკარგა, მატარებელში იპოვეს და შვეიცარიის ქალაქ ბერნში
ნაპოვნი ნივთების ბიუროში მიიტანეს - იუწყება „ფრანს-პრესი“.
ვიოლინოს მეპატრონემ
ინსტრუმენტი მეგობარ მუსიკოსს დროებით ათხოვა, თუმცა ის უყურადღებო აღმოჩნდა და ვიოლინო
ბენის ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩასვლისას, მატარებელში დატოვა.
რკინიგზის ადმინისტრაციამ
ვიოლინოს პატრონის ძებნა სათვალთვალო კამერების დახმარებით დაიწყო, პოლიციამ კი
დაკარგული ინსტრუმენტის შესახებ განაცხადა.
სამართალდამცველები არ
ამხელენ ინსტრუმენტის პატრონისა და მისი უყურადღებო მეგობრის ვინაობას. არც
ვიოლინოს ღირებულებაა ცნობილი, თუმცა ის უკვე დაუბრუნეს კანონიერ მფლობელს.
2011 წელს ერთ-ერთ
საქველმოქმედო აუქციონზე სტრადივარიუსის ვიოლინო 13, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
უცნობია, დაასაჩუქრეს თუ არა ადამიანი, რომელმაც მატარებლის ვაგონში ინსტრუმენტი
პირველმა იპოვა და ამის შესახებ განაცხადა.
Internet.ge