ლაგოდეხში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 წლის გოგონას
ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს იაშვილის
სახელობის ბავშვთა კლინიკაში განუცხადეს.
კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები
აღენიშნება. ის კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
Internet.ge