პუშკინის
ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს, დედაქალაქის ძველი გალავნის ფრაგმენტებს მიაგნეს.
სპეციალისტების ვარაუდით, გალავანი მე-12-მე-18 საუკუნეებს ეკუთვნის.
ნაპოვნია
თიხის ჭურჭელი და ბირთვის ქვა, რომელსაც საომარ პერიოდში იყენებენ.
მეცნიერები
ვარაუდობენ,
რომ თბილისის გალავანი მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ განადგურდა.
ამჟამად
ძეგლის კონსერვაცია მიმდინარეობს.
აღმოჩენის გამო, პუშკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში შეიზღუდება.
Internet.ge