GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახელმწიფო დუმის დეპუტატი აეროპორტის თანამშრომელს თავს დაესხა (VIDEO)
14:28 03.08.2012
დღის სიახლეები

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მაქსიმ შინგარკინმა, რომელიც შერემეტევოს აეროპორტიდან ოჯახთან ერთად სტამბულში მიფრინავდა, უარი განაცხადა აუცილებელი პროცედურების გავლაზე და თავს დაესხა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის ორ თანამშრომელს.

შენობაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, როგორ დაარტყა ფეხი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ჯერ მეტალის დეტექტორთან მდგარ თანამშრომელს, შემდეგ კი უშიშროების სამსახურის უფროს მუშაკს.

შინგარკინის განცხადებით, იგი ცდილობდა აეხსნა აეროპორტის თანამშრომლებისთვის, რომ არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც მგზავრებს აეროპორტში შესვლისას დეტექტორზე შემოწმებას ავალდებულებს. მისი თქმით, ეს პროცედურა ნებაყოფლობითია. Life News აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, დეპუტატს დაავიწყდა 2011 წელს დომოდედოვოს აეროპორტის ტერაქტის შემდეგ შემოღებული უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების შესახებ.

აეროპორტში კი აცხადებენ, რომ შენობაში შესვლისას დეტექტორის ქვეშ გავლა ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა, მათ შორის თანამშრომლებისთვისაც და რომ გამონაკლისები აქ არ დაიშვება. აღნიშნული ვალდებულება კი საჰაერო კოდექსის ნორმატიული აქტებით  არის გამყარებული.

აეროპორტის თანამშრომლებმა დეპუტატის დაკავებაც კი ვერ შეძლეს, ვინაიდან მას დიპლომატიური მანდატი იცავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ხასია: მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით თანამდებობის პირთა გათავისუფლება არ მოხდება1
ქუთაისში მთავრობის სხდომა გაიმართება2
საია საგარეო უწყებას საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებითი ცნობის გაუქმებისკენ მოუწოდებს3
პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის გადახედვას იწყებს4
მინაშვილი: ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობისთვის ემზადება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X