ჩეკების გათამაშებაში 50 000 ლარი უკვე მეორედ გათამაშდა. იღბლიანი
ქვითრის მფლობელი მერტოპოლიტებში მომუშავე პოლიციელი შალვა რუსიტაშვილი აღმოჩნდა,
რომელმაც გუშინ სავაჭრო ცენტრ „კიდობანის“ ტერიტორიაზე 50 თეთრიანი ელემენტი
შეიძინა და მიღებული ჩეკით ასი ათასჯერ უფრო დიდი თანხა, 50 000 ლარი მოიგო.
სიმბოლური ჩეკი მას საზეიმო ვითარებაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა
გადასცეს.
საერთო ჯამში, 18 აპრილს დაწყებულ გათამაშებაში სხვადასხვა
ოდენობის თანხა 160 000-მდე ადამიანმა მოიგო. საერთო ჯამში კი, უკვე მოგებულია
თოთქმის 3 მილიონი ლარი. წლის ბოლომდე კიდევ 6 მილიონზე მეტი ლარის გაცემა
იგეგმება. 50 000 ლარი კიდევ ორჯერ გათამაშდება.
Internet.ge