ესპანეთში „ალ-ქაედასთან“
კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირიდან, რომლებიც დაკავებულები არიან, ერთ-ერთი „გრუ“-ს
სპეცრაზმში მსახურობდა და საწამლავებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების
სპეციალისტია - იუწყება ABC. სავარაუდოდ, ის ჩეჩენია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია,
რომ დაკავებული სამი პირიდან ერთი ჩეჩენი, ერთი რუსი და ერთიც თურქი იყო, თუმცა
მათ წარმომავლობას პოლიცია ჯერჯერობით ვერ ადგენს, რადგან დაკავებულებს არანაირი
დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.
სამივე პირი
„ალ-ქაედასთან“ დაახლოებულ დაჯგუფებასთან კავშირისთვისაა დაკავებული. მათ ბინებში
საწამლავი და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ ჯგუფი
ტერაქტებს არა მარტო ესპანეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გეგმავდა. ასევე, სამართალდამცავები ამბობენ, რომ სამივემ მომზადება პაკისტანის ტერორისტულ ბანაკში გაიარა,
ორი მათგანი კი ცოტა ხნის წინ ავღანეთში იმყოფებოდა.
Internet.ge