მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული
21:28 03.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ამ წუთებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ორთაჭალჰესის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
თვითმხილველების განცხადებით, 32 წლის ქალბატონმა თვითმკვლელობა სცადა, იგი მტკვარში აპირებდა გადახტომას, რაშიც ხელი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა შეუშალეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ქალბატონს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ აქვს, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება და მისი ვინაობა ჯერჯერობით ვერ დგინდება. ასევე უცნობია სუიციდის მცდელობის მიზეზიც.
თვითმხილველების ინფორმაციით ქალბატონი ნასვამ მდგომარეობაშია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|