ქალაქ
სამარის ქუჩები დახოცილი ძაღლებით გაივსო. ოთხფეხა ცხოველების კვლა აქ უკვე
ნახევარი წელიწადია გრძელდება. „ბის“-ის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ცხოველთა
საქმეებს განკარგავს, უკვე 12 500-მდე ძაღლია მოკლული, რომელთა გვამებსაც
ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
ვეტერინარებმა
დაადგინეს, რომ უპატრონო ძაღლები ანტიკოაგულანტებით მოწამლეს, რომლებიც ვირთხის
შხამის შემადგენლობაში შედის. მისი მიღებისას სისხლი შედედებას წყვეტს და ოთხფეხა
არსებები შინაგანი სისხლდენით იღუპებიან.
ცხოველების
დამცველებმა მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება უკვე დაწერეს. მათი
განცხადებით, ამგვარი სადიზმის გამო არა მხოლოდ უპატრონო ცხოველები იხოცებიან,
არამედ ისინიც, რომლებსაც მომვლელი ჰყავთ. მათივე თქმით, ქალაქის მოსახლეობას უკვე
ეშინია შინაური ცხოველების გარეთ გამოშვების.
სამარის
მხარის ადმინისტრაციის ეკოლოგიის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ისინი უპატრონო
ძაღლებს ჰუმანურად ექცევიან. უწყების თანამშრომლები ასეთ ძაღლებს იჭერენ და
ვეტერინართან მიჰყავთ გამოკვლევაზე. ჯანმრთელ ცხოველებს სტერილიზაციას უტარებენ და
უშვებენ, ხოლო ინფექციის მატარებლებს დამაძინებელი წამლით კლავენ.
Internet.ge