GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბათუმსა და თბილისში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სხდომები გაიმართება
14:30 04.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ბათუმისა და თბილისის საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღებას იწყებს. საპორტო ქალაქში შეხვედრები 17, 18 და 19 აგვისტოს გაიმართება, დედაქალაქში - 8, 9 და 10 სექტემბერს.

საპარლამენტო სხომის ფარგლებში განაცხადები შემდეგი კომიტეტების ხელმძღვანელის პოზიციებზე მიიღება: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; საგარეო ურთიერთობათა; ადამიანის უფლებათა დაცვის; განათლების, მეცნიერების და კულტურის; რეგიონული განვითარების; გარემოს დაცვის; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები.

საპარლამენტო სხდომებში, თითოეულ ქალაქში, 150 ახალგაზრდა ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას სახელმწიფო მოწყობისა და მისი ინსტიტუტების შესახებ, აგრეთვე პრაქტიკულად ჩაერთვებიან საკომიტეტო მუშაობაშიც.

სხდომის მიმდინარეობისას 2 სრული დღე დაეთმობა საკომიტეტო მუშაობას, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება კომიტეტის საკითხი. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ესაუბრონ მოწვეულ პოლიტიკოსებს და უშუალოდ მათგან მოისმინონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრება. საპარლამენტო სხდომის ბოლო - მესამე დღე სრულად დაეთმობა პლენარულ სხდომას, სადაც ახალგაზრდა პარლამენტარები წარადგენენ საკომიტეტო მუშაობისას მიღებულ დადგენილებებს.

მოცემულ პოზიციებზე განაცხადის შეტანა 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად მოხდება - ინდივიდუალური განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება და ჰონორარის სახით 2 სხდომის ხელმძღვანლეობისთვის 150 ლარს მიიღებენ. კომიტეტების თავმჯდომარეები სხდომების განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირების, კვებისა და საცხოვრებელი ხარჯებითაც. განაცხადის შევსების ბოლო ვადა 10 აგვისტოა.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის თანაორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს1
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს2
სომეხი სნაიპერის მიერ დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა3
აშშ: ტერაქტები რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის ბრალია4
თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X