ბათუმში, “ქართული ოცნების” აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ დროისათვის „საოცრებათა მოედანზე“ სცენის მონტაჟი უკვე დასრულდა.
ხალხის კოლონების შესვლა ბათუმში დაახლოებით 17:00 საათისთვის, ხოლო „ქართული ოცნების“ აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
აქციაზე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ მორიგი აქცია დღეს, ბათუმში 19:00 საათზე გაიმართება. შეკრება “ანბანის კოშკის” მიმდებარე ტერიტორიაზე “საოცრებათა მოედანზე” ჩატარდება. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკვე ბათუმში იმყოფება. ის გუშინ ბეშუმში “შუამთობის” დღესასწაულს დაესწრო.
ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ აქციას, არასამთავრობო ორგანიზაციებიც დააკვირდებიან.
Internet.ge