კოალიცია „ქართულ
ოცნებას“ ბათუმის აქციაზე მხარამჭერები თბილისიდან
მიჰყავს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, პარტიის სათაო ოფისიდან დღეს დილით
5 მიკროავტობუსი და 6 სამარშუტო ტაქსი გავიდა.
მძღოლები, რომლებსაც
კოალიციის მხარდამჭერების გადაყვანა ევალებათ, აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომსახურების
საფასური და საწვავი გუშინ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, რომ
წინასაარჩევნო აქციას კოალიციის ლიდერი ამჯერად ბათუმში მართავს. აქცია-კონცერტი
19:00 საათზე დაიწყება.
Internet.ge