”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი გიორგი ხურციძე, ამ დროისათვის შს სამინისტროს განყოფილებაში, მოწმის სახით, დაკითხვაზე იმყოფება.
ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხურციძე დაკავებულია, სიმართლეს არ შეესაბამება და ის მხოლოდ დაკითხვაზე იმყოფება.
მაია ფანჯიკიძე კი, მომხდარს ხელისუფლების მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებს. ადგილობრივი აქტივის ცნობით, ახალგაზრდას დაკავების
ორდერი წარუდგინეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
კოალიცია მომხდარს დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირებს.
internet.ge