ქობულეთიდან ბათუმში მიმავალ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, გზებზე შეფერხებები ტრანსპორტით ჩაყვანილი აქტივისტების გამოა შექმნილი.
ამ წუთებში, ბათუმში, “საოცრებათა მოედანზე” კოალიციის ლიდერები იკრიბებიან, სადაც სულ ცოტა ხანში აქცია დაიწყება. შეკრებილი საზოგადოება კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ელოდება.
მოედანზე კი, აქციისთვის სამზადისი უკვე დასრულებულია. ადგილზე დამთავრდა სცენის მონტაჟი, რომელზეც ტყვიაგაუმტარი მინებია დამონტაჟებული.
Internet.ge