გროზნოში მასშტაბური ტერაქტი მოხდა - იწუყება სააგენტო „ინტერფაქსი“.
აფეთქების ხმა ქალაქის ოქტომბრის რაიონში გაისმა. სამართალდამცველთა
ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, რომელთა რაოდენობაც ზუსტად ჯერ ცნობილი
არ არის.
წინასწარი მონაცემებით, ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა მოაწყო.
სპეციალისტები ამ წუთებში ამოწმებენ, შემთხვევის ადგილზე კიდევ ხომ არ არის
ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები.
internet.ge