საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ კარალეთში, ოლიმპიური
ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ოჯახში იმყოფებოდა და ოლიმპიური ოქროს მფლობელს
გამარჯვება პირადად მიულოცა.
პრეზიდენტის განცახდებით, ქართველებმა შრომაც კარგად იციან და
ბრძოლაც.
„2008 წელს, ყველას ვუჩვენეთ როგორი გაუტეხელი ხალხი ვართ, მე
მოვისმინე ინფორმაცია, რომ როცა ქართული სოფლები იბომბებოდა ახალგაზრდა სპორტსმენი
ვარჯიშობდა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი შავდათუაშვილების დაცხოვრებელი სახლითაც დაინტერესდა და
აღნიშნა, რომ ამ სოფელში ეს ოჯახი ყველაზე მოკრძალებულად ცხოვრობს.
„მთავარია ახლა ის სოლიდური თანხა გონივრულად გამოიყენოს ლაშამ და არ
ჩათვალოს, რომ ამით ყველაფერი მორჩა“,- განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
ლაშა შავდათუაშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა ასპარეზობა და 66
კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. იგი გახდა
ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი.
Internet.ge