ჩინეთში მოსალოდნელი
ტაიფუნის გამო მოსახლეობის მასბრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.
შანხაიში მცხოვრები 200
ათასი ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. კიდევ 130 ათასი კი პროვინცია
ჩჟეცზიანიდან გაიყვანეს, სადაც ტაიფუნს დღეს საღამოს ან ხვალ დილით ელოდებიან.
მეტეოროლოგიური
სამსახურების ინფორმაციით, ეს შეიძლება ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს 2005 წლის
შემდეგ.
გასული კვირის განმავლობაში
ჩინეთს ორი ტაიფუნი უკვე დაატყდა თავს. შედეგად 23 ადამიანია დაღუპული.
Internet.ge