სირიის თავისუფალმა არმიამ დღეს დილით დაადასტურა რუსი გენერლის
მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ვლადიმერ კოჯაევი სირიის თავდაცვის მინისტრისა და სამხედრო საქმეთა
გენერალური შტაბის კონსულტანტი იყო. მოკლულია, ასევე, მისი თარჯიმანი ახმედ აიკი -
იუწყება „ალ არაბია ნიუსი“.
პარალელურად, ასადის გარემოცვა იშლება. ბოლო ცნობებით, მას შემდეგ,
რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რიად ხიჯაბი და მთავრობის პრეს-მდივანი მუჰამედ
იტრი ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ, ასადმა
კიდევ ორი მნიშვნელოვანი კადრი დაკარგა.
მოწინააღმდეგე
ბანაკს შეუერთდნენ ალეპოსა და ტარტუსის პოლიციის უფროსები. ალეპოს პოლიციის
საავადმყოფოს მთავარმა ექიმმაც განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას.
internet.ge