ბათუმში, ძველი ბულვარის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე სანაპიროზე, ზღვაში 31 წლის
გიორგი
ნადირაძე დაიხრჩო.
მამაკაცი ზღვაზე მეგობრებთან ერთად
დასასვენებლად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, უბედური შემთხვევა, მამაკაცის
ზღვაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და
სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა მათ გიორგი ნადირაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღნიშნულ საკითხზე გამოძიება უკვე
დაწყებულია, ცხედარი კი, ბათუმის პროზექტურაში გადაასვენეს.
internet.ge