“საქართველოს დემოკრატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ
მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა გია თორთლაძემ დღეს,
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თორთლაძის
განმარტებით, ის ახალ ორგანიზაციას „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს“ აფუძნებს და
პირადი გადაწყვეტილებით ტაიმ-აუტს იღებს.
„ჩვენ არ ვწყვეტთ პოლიტიკურ
საქმიანობას, ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება მაქსიმალურად
უზრუნველყოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა, იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს
ოკუპაცია. ამ მიზნით კი, ჩვენ ახალგაზრდებთან შეხვედრებს გავმართავთ“,- განაცხადა
თორთლაძემ.
internet.ge