მადონამ რუსეთის
ხელისუფლება გაანაწყენა. როგორც ცნობილია, ვარსკვლავმა, რომელმაც რუსეთში
კონცერტი გამართა, მხარდაჭერა გამოუცხადა პანკ-ჯგუფ “Pussy
Riot”-ს
და დაკავებული გოგონების გათავისუფლება მოითხოვა, განაცხადა რა, რომ ხელოვნება
ყოველთვის ასახავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ის, რაც რუსეთში ამ
ჯგუფთან დაკავშირებით მოხდა, დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება.
რუსეთის
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა ამის შემდეგ თავის მიკრობლოგზე „ტვიტერში“
ამერიკელი მომღერლის მიმართ უცენზურო ჩანაწერი გააკეთა.
„ყოველი
ყოფილი ბ..ი, ასაკის მატებასთან ერთად ისწრაფვის, მორალის შესახებ ლექციები
წაიკითხოს. განსაკუთრებით, საზღვარგარეთული ტურნეების დროს,“ - დაწერა რაგოზინმა.
Internet.ge