„ქრონიკის“ კორესპონდენტმა ქეთი ქაშაკაშვილმა ტელეკომპანია
„იმედი“ დღეს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ტელევიზიაში განუცხადეს.
„იმედის“ საინფორმაციო სამსახური მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთბს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქაშაკაშვილმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება
7 აგვისტოს „ქარონიკის“ ერთერში მის მიერ ნაქვამი
ფრაზის გამო მიიღო.
„2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა ჯარები საქართველოში ლეგალურად შეიყვანა“,- ამბობს ჟურნალისტი 7 აგვისტოს 11:00 სათიან გამოშვებაში.
შეგახსენებთ,
რომ გუშინ, იგივე სახის შეცდომა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ტელეარხმაც დაუშვა.
მოგვიანებით,
„მეცხრე არხმა“ დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში ოფიციალურად მოიხადა.
Internet.ge