სახელმწიფო უდიტის სამსახურში, პარტიების მიერ აღნიშნული უწყებისთვის,
კანონის შესაბამისად, წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის
უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ანგარიში
მოიცავს ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის კონკრეტულ ინფორმაციას, რომელმაც კანონის
შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფინანსური დეკლარაციები ჩააბარა.
კეჟერაძის განცხადებით, ანგარიშში მიმოხილულია, პარტიების
დაფინანსების საკითხი, წყაროების დეტალური ანალიზი ასევე, ინფორმაცია გაწერილი
ხარჯების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით 27-მა პოლიტკურმა
გაერთიანებამ აუდიტის სამსახურს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ფინანსური
დეკლარაციები წარუდგინა.
Internet.ge