ახალციხეში
დღეს, იუსტიციის ახალი სახლი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი ესწრებოდა.
ახალ
იუსტიციის სახლში, ახალციხის
მოსახლეობა 200-ზე მეტი მომსახურების სერვისით ისარგებლებს. ადგილზე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს
თითქმის ყველა უწყების მომსახურება.
ქვეყნის
პირველი პირის განცხადებით კი, ახალციხე იბრუნებს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის
ფუნქციას.
მისი
თქმით, რუსეთის აგრესია იყო პირდაპირ პასუხი ქვეყნის აღმშენებლობაზე, ახალციხე კი,
აღმშენებლობის სიმბოლოა.
internet.ge