ცხინვალის
მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ლიდერი კავკასიის რეგიონში პროექტ „წმინდა რუსეთის
სათაყვანო ჯვრის“ საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს.
პროექტის
ფარგლებში, 12 აგვისტოს, ვლადიკავკაზში, დიდების მემორიალზე
ჯვარი აღიმართება.
კონკრეტულად
რა შედის ედუარდ კოკოითის ფუნქციებში, ძნელი სათქმელია, თუმცა ცნობილია, რომ
პროექტის მომავალ გეგმებში შედის ასეთი ჯვრები დაიდგას რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლესიის მთელს კანონიკურ ტერიტორიაზე, დსთ-ის ქვეყნებსა და საზღვარგარეთაც.
იდეის ავტორი
და სულისჩამდგმელია არქმიმანდრიტი ილია, რომელსაც კრასნოდარის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა
მისცა კურთხევა.
internet.ge