საქართველოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლები "ემორის" უნივერსიტეტში სამაგისტრო კურსს გაივლიან
მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტ "ემორიში" საქართველოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლები
სამაგისტრო კურსს გაივლიან. აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა
რამაზ ნიკოლაიშვილმა, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ბარათაშვილმა და კონკურსში გამარჯვებულმა მარიამ იობიძემ.
დოკუმენტის თანახმად, სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს
თვითმმართველი
ერთეულებიდან
ყოველწლიურად
რამდენიმე
წარმომადგენელი
გაივლის სამაგისტრო პროგრამას მსოფლიოში აღიარებულ
"ემორის"
უნივერსიტეტის
სამართლის
სკოლაში.
"ემორის" უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გასაგზავნად კანდიდატები რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის: ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. საუკეთესოები სამინისტროს წარმომადგენელმა
და "ემორის" უნივერსიტეტის პროფესორმა გამოავლინეს.
internet.ge